მადრიდელი გულშემატკივრების უმეტესობა ფავორიტად "ბარსელონას" მიიჩნევს
მადრიდულმა AS-მა მის მკითხველებში ჩაატარა გამოკითხვა იმის გამოსავლენად, თუ რომელ გუნდს მიიჩნევენ გულშემატკივრები ესპანეთის ჩემპიონატის ფავორიტად.
გაირკვა, რომ გულშემატკივართა 58.4% პრიმერაში გამარაჯვებას "ბარსელონას" უწინასწარმეტყველებს, ხოლო დანარჩენ 41.6%-ს იმედი აქვს, რომ ოქროს მედლებს მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები მოიპოვებენ.
პრიმერა დივიზიონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, "ბარსელონა" "რეალს" ერთი ქულით უსწრებს. ბოლო ტურში, კატალონიელები "გრანადას" ეწვევიან, ხოლო მადრიდელები - "დეპორტივოს".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 28 ]