ლუის სუარესის ისტორიული მიღწევა
"ბარსელონას" ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი ესპანეთში მოთამაშე პირველი ფეხბურთელი გახდა 1950 წლის შემდეგ, რომელმაც ერთ მატჩში აქტიური მონაწილეობა 7 გოლში მიიღო.
გუშინ, "ბარსელონა" "დეპორტივოს" დაუპირისპირდა. ლა ლიგის 34-ე ტურის მატჩში, რომელიც "რიასორზე" გაიმართა, კატალონიელებმა 8:0 მოიგეს. პირველი 7 გოლიდან 4 სუარესმა გაიტანა, ხოლოდ 3-ჯერ მან თანაგუნდელებს გაატანინა.
სტატისტიკოსებმა მოიძიეს ინფორმაცია და დაადგინეს, რომ ასეთი შედეგი ბოლოს "ბილბაოს" თავდამსხმელს, ხოსე ხუნკოსას ჰქონდა, რომელმაც 1950 წელს, "რასინგთან" მატჩში (9:1), ასვე 4 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 43 ]