იერო პიკეს: "ნუ გ ამოიყენებ სოციალურ ქსელებს"
მადრიდის "რეალის" ლეგენდა ფერნანდო იერო "ბარსელონას" ცენტრალურ მცველს, ხერარდ პიკეს ურჩევს, სოციალურ ქსელებზე უარი თქვას.
პიკე, განსაკუთრებით მიმდინარე სეზონში, "რეალის" მიმართ დამცინავ პოსტებს სოციალურ ქსელებში ხშირად აქვეყნებს, რის გამოც ის არაერთხელ გააკრიტიკეს.
"უპირველესად, პიკეს ვურჩევდი, რომ სოციალური ქსელები არ გამოიყენოს. ხერარდს დიდი ხანია ვიცნობ. ეს ფეხბურთელი მიყვარს და მას პატივს ვცემ. მას ვეუბნებოდი, რომ თანამედროვე ფეხბურთში ახალგაზრდა მოთამაშეებს უჭირთ. სოციალური ქსელები კი, წარუმატებელი თამაშის შემდეგ, სიტუაციას ართულებს. გიწევს წაიკითხო კომენტარები, რომლებიც შენ, ან შენ ოჯახს ეხება."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]