კატალონიის რადიო: "ბარსელონას" ახალი სპონსორი Ferrari იქნება
კატალონიის რადიოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომდევნო სეზონიდან "ბარსელონას" მთავარი სპონსორი Ferrari იქნება.
ამჟამად, "ბარსელონას" ფორმაზე Qatar Airways-ის რეკლამაა. რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, მაგრამ მოგვიანებით, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და "ბარსამ" ახალი სპონსორის ძებნა დაიწყო.
უახლესი ინფორმაციით, კატალონიელებმა იტალიურ კომპანია Ferrari-სთან შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. გარიგების დეტალები, ჯერჯერობით, ცნობილი არაა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 22 ]