ოფიციალურად: "ბარსელონას" ახალი სპონსორი იაპონური კომპანია Rakuten იქნება
"ბარსელონას" ახალი სატიტულო სპონსორი იაპონური ინტერნეტ-კომპანია Rakuten იქნება.
მხარეებმა ეს ინფორმაცია ამჟამად მიმდინარე კონფერენციაზე დაადასტურეს.
Rakuten იაპონიის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ინტერნეტ-პლატფორმაა. Rakuten-ის პრეზიდენტი, ჰიროსი მიკიტანი ამ მომენტისთვის ბარსელონაში იმყოფება.
Rakuten ტოპ 10 მსოფლიო ინტერნეტ-კომპანიაში შედის. მას ეკუთვნის ვებ-გვერდები, buy.com (პირდაპირი კონკურენტი Amazon-ისა და eBay-ს აშშ-ში) და Play.com (დიდი ბრიტანეთი). 2014 წლის დასაწყისში კომპანიამ მობილურის აპლიკაცია, Viber შეიძინა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიელთა ამჟამინდელი სპონსორი, Qatar Airways ახლოსაა 2021 წლამდე კონტრაქტის გახანგრძლივებასთან, მაგრამ კომპანიის დასახელება გუნდის ფორმაზე, მომდევნო სეზონიდან აღარ იქნება განთავსებული.
ხელშეკრულება 4 წელზეა გათვლილი და ძალაში 2017/18 წლების სეზონის დასაწყისში შევა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]