რაკიტიჩი: "მინდა, მოდრიჩმა ყველა თამაშში ხუთი ბურთი გაიტანოს, მაგრამ "რეალმა" წააგოს"
"ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველი თავის თანამემამულეს აქებს და წარმატებებს უსურვებს.
მოგეხსენებათ, 28 მაისს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ერთმანეთს მადრიდის "ატლეტიკო" და "რეალი" დაუპირისპირდებიან, სადაც მონაწილეობას ლუკა მოდრიჩიც მიიღებს.
"სიმართლე გითხრათ, ფინალის ყურებას არ ვაპირებ. ამ დროს ჩემს ოჯახთან ერთად გავატარებ", - ამბობს ივან რაკიტიჩი.
"როგორც თანამემამულე და მეგობარი, მოდრიჩს წარმატებებს ვუსურვებ. იმედი მაქვს, ლუკა ყველა თამაშში ხუთი ბურთის გატანას მოახერხებს, მაგრამ "რეალი" წააგებს".
"ვიმედოვნებ, ჰალილოვიჩის არენდის საკითხი მის სასარგებლოდ გადაწყდება. "სპორტინგში" მან მშვენიერი სეზონი ჩაატარა, მაგრამ ალენი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და წინსვლა უნდა გააგრძელოს. თითოეულ ხორვატს შეუძლია, ჰალილოვიჩით კმაყოფილი იყოს", - დაასრულა "ბარსას" ოთხიანმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]