მესი: "ერთ დღესაც არგენტინაში დაბრუნება მსურს"
28 წლის ვარსკვლავმა ბარსელონაში გადაბარგების დრო გაიხსენა და ასევე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, ლიონელ მესი სულ რაღაც 11 წლის იყო, როდესაც მშობლიური ქალაქი დატოვა და "ბლაუგრანას" ახალგაზრდულ აკადემიაში გაწევრიანდა.
"ბარსელონაში" მოვედი იმ ოცნებით, რომ პირველ გუნდში უნდა მეთამაშა. ეს იყო ჩემი მიზანი. ყოველდღე ვვარჯიშობდი, საკუთარი თავი ფეხბურთს მთლიანად მივუძღვენი. სხვა არაფერზე მიფიქრია", - ამბობს ლიონელ მესი.
"ეს ძალიან რთული პერიოდი იყო. ერთის მხრივ, ყველაფერი კარგად იყო, რადგან ბარსელონაში ვიყავი და ეს წარმოუდგენელი იყო. მაგრამ მეორეს მხრივ, ეს ძალიან მძიმეა, რადგან დავტოვე ჩემი ოჯახი, ნათესავები, მეგობრები და ახალ ქალაქში ყველაფერს ნულიდან ვიწყებდი".
"მე გავიზარდე და სახელი გავითქვი ბარსელონაში. აქ არის ჩემი ცხოვრება. ამ კლუბმა მომცა ყველაფერი, მაგრამ ერთ დღესაც, მინდა, არგენტინაში დავბრუნდე, რადგან იქიდან საკმაოდ მცირე ასაკში წამოვედი", - განაცხადა "ბარსას" ათიანმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]