"ბარსას" დილაბა 2017/18 წლების სეზონისთვის სურს
"ბარსელონა" ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელი თავდამსხმელის, პაულო დიბალას მიმართ ინტერესს კვლავ იჩენს, მაგრამ კატალონიელებს 22 წლის შემტევის არა მომდევნო, არამედ 2017/18 წლების სეზონისთვის დამატება სურთ. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
კატალონიური პრესის ცნობით, ლუის ენრიკეს დიბალასადმი ინტერესი არ განელებია. თუმცა, ასტურიელმა სპეციალისტმა იცის, რომ მომდევნო სეზონში, მისი გუნდის უცვლელი შემტევი ტრიო კვლავ მესი-სუარესი-ნეიმარი იქნება. აქედან გამომდინარე, ენრიკეს სურს, რომ დიბალა "ბარსელონას" 2017/18 წლების სეზონში შეუერთდეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]