ტერ შტეგენი: "წარმატებული სეზონი ჩავატარეთ"
"ბარსელონას" გოლკიპერი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა წარმატებული სეზონი ჩაატარა.
"გასულ სეზონში არა მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატი, არამედ თასიც მოვიგეთ. ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და უეფა-ს სუპერ თასი მოვიპოვეთ.
ბოლო 2 წელიწადში 7 ტიტული მოვიგეთ. ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგი მიღწევაა. რეალისტი უნდა იყო, რადგან შეუძლებელია ყოველ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაშინაც კი, თუ ეს ძალიან გინდათ".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]