ლუის ენრიკე: "სეზონი აშკარად წარმატებული გამოვიდა"
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე, ესპანეთის თასის ზედიზედ მეორედ მოგების შემდეგ, კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მის გუნდს წარმატებული სეზონი გამოუვიდა.
"სეზონის ბოლო ნაწილი ეფექტური გამოვიდა არა მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატზე ზედიზედ მოგებული თამაშების, არამედ დღევანდელი მატჩის გამოც. ძალიან რთული თამაში გამოვიდა. ტაიმზე მეტი ხნის განმავლობაში რიცხობრივ უმცირესობაში ვიყავით. თუმცა, იდეალური თამაში ჩავატარეთ, განსაკუთრებით დაცვაში.
"სევილია", ჩვენზე, დიდ ზეწოლას ახდენდა, მაგრამ თავს ძალიან კარგად ვიცავდით. სირთულეების მიუხედავად, ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა.
სეზონი აშკარად წარმატებული გამოვიდა. ჩვენ, 6 შესაძლებლიდან 4 ტიტული მოვიგეთ. მეორე მხრივ - ტრავმები გუნდისთვის ყოველთვის რთული გადასატანია.
ამ სეზონში მუშაობა უფრო გამიადვილდა, ვიდრე სადებიუტოში. კვლავ ყველაფრის მოგება გვინდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]