ხუან მატა - MSN-ის კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელი
როგორც ცნობილია, ლიონელ მესის, ლუის სუარესისა და ნეიმარის შემცვლელის ადგილზე კატალონიელებმა კიდევ ერთი კანდიდატურა იპოვნეს.
მოგეხსენებათ, უახლოეს ზაფხულში "ბარსელონას" პოტენციურ ახალწვეულებად "სევილიას" თავდამსხმელი კევინ გამეირო და "სელტას" გარემარბი ნოლიტო ითვლებიან.
დღეს, Mundo Deportivo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ სიას "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ხუან მატა შეუერთდა.
აღსანიშნავია, რომ მატას "წითელ ეშმაკებში" ტრანსფერის ძირითადი მიზეზი, ლონდონის "ჩელსიში" ჟოზე მოურინიოსთან არსებული უთანხმოება იყო. ახლა, როდესაც პორტუგალიელი სპეციალისტი სამუშაოდ მანჩესტერში მიდის, ბუნდოვანი ხდება ესპანელი ფეხბურთელის მომავალი.
სავარაუდოდ, მატას სატრანსფერო ღირებულება იმაზე ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე ეს მანჩესტერელებმა მის სანაცვლოდ 18 თვის წინ, 45 მილიონი ევრო გადაიხადეს.
აგრეთვე, სხვადასხვა გამოცემის თანახმად, ზაფხულში, შესაძლოა, კატალონიურ გრანდში ლუკას პერესი ("დეპორტივო"), დომენიკო ბერარდი ("სასუოლო") და პაკო ალკასერი ("ვალენსია") ვიხილოთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]