მოურინიოს "იუნაიტედში" მარკ ბარტრა სურს
ინფორმაციას ინგლისური გამოცემა Daily Express ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ჟოზე მოურინიოს ერთ-ერთი სამიზნე "მანჩესტერ იუნაიტედში" მარკ ბარტრა იქნება. აგრეთვე, 25 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ლონდონის "ტოტენჰემი" იჩენს.
ესპანურ გაზეთ Sport-ის თანახმად, ბარტრას სატრანსფერო ღირებულება რვა მილიონ ევრომდე მას შემდეგ შემცირდა, რაც გასულ სეზონში არასაკმარისი რაოდენობის მატჩი ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" ცენტრალური მცველი ესპანეთის ეროვნული ნაკრების ევრო 2016-ის განაცხადში მოხვდა, რაზეც ის დიდ იმედებს ამყარებს.
ბარტრა ამგვარ სიტუაციაში გასულ ზაფხულსაც იმყოფებოდა, თუმცა, საბოლოოდ, "ბლაუგრანაში" დარჩენა და ლუის ენრიკეს გუნდში ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლა გადაწყვიტა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]