"არსენალი" ბელერინს ახალ კონტრაქტს სთავაზობს
ლონდონის "არსენალი" "ბარსელონას" ინტერესის სფეროში მოქცეულ მარჯვენა მცველს, ექტორ ბელერინს ახალ კონტრაქტს სთავაზობს. ამ ინფორმაციას Mirror ავრცელებს.
როგორც ცნობილია, "ბარსელონას" კატალონიური კლუბის აღზრდილი ფეხბურთელის დაბრუნება სურს, ლონდონელებს კი 21 წლის მცველი არ ეთმობათ. "მეთოფეები" აპირებენ, 2019 წლამდე მოქმედი კონტრაქტი გაახანგრძლივონ და ბელერინი ასე შეინარჩუნონ.
გავრცელებული ინფორმაციით, "არსენალში" დარჩენის სურვილს თავად ფეხბურთელიც გამოთქვამს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]