ნოლიტო "სიტის" უახლოვდება
ვიგოს "სელტას" თავდამსხელი ნოლიტო, რომელიც დიდი ხანია "ბარსელონას" ინტერესის სფეროშია მოქცეული, "მანჩესტერ სიტიში" გადასვლასთან ახლოსაა. ამ ინფორმაციას გამოცემა Tele5 ავრცელებს.
წყარო გარიგების დეტალებს არ ახმაურებს, მაგრამ Tele5-ის ჟურნალისტების ცნობით, კლუბებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.
ცნობილია, რომ 29 წლის ფეხბურთელის შეძენის სურვილს უკვე დიდი ხანია "ბარსელონა" გამოთქვამს.
ნოლიტოს "ბარსელონაში" უკვე უთამაშია. 2008-2011 წლებში, ის "ბარსა ბ"-ს რიგებში გამოდიოდა. ამ გუნდში გატარებული პირველი სეზონის დროს, ნოლიტო პეპ გვარდიოლასთან მუშაობდა, ეს უკანასკნელი კი, მომდევნო სეზონიდან, "მანჩესტერ სიტის" გაწვრთნის.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]