„ბარსელონა“ გამეიროს სანაცვლოდ 25 მილიონს იხდის, „სევილია“ კი 40 მილიონს ითხოვს
ესპანური "სევილიას" ფრანგი თავდამსხმელი კევინ გამეირო, რომელიც საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანა, კატალონიის "ბარსელონას" ინტერესის სფეროში იმყოფება.
Marca-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" მზადაა ფრანგი შემტევის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა "სევილია" გამეიროს მხოლოდ 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში "სევილია" კევინს ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]