სონგით "ვალენსია" დაინტერესდა
"ბარსელონას" ფეხბურთელმა, რომელმაც გასული სეზონი "ვესტ ჰემის" შემადგენლობაში არენდის წესით გაატარა, "ვალენსიას" ხელმძღვანელობის ყურადღება მიიპყრო.
ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ვალენსიელები მზად არიან, ალექსანდრე სონგის სანაცვლოდ ხუთი მილიონი ევრო გადაიხადონ.
როგორც ცნობილია, კატალონიელებს კამერუნელი ნახევარმცველის გაყიდვა სურთ, რადგან ეს ფეხბურთელი ლუის ენრიკეს სამომავლო გეგმებში არ შედის.
"ბარსელონა" სონგს ათ მილიონ ევროდ აფასებს. მისი მიმდინარე ხელშეკრულება 2017 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]