"ბარსელონა" მუნირის გასაყიდად მზადაა
"ბარსელონას" თავდამსხმელი, მუნირ ელ-ჰადადი, რომელმაც გასული სეზონი არენდით "ვალენსიაში" გაატარა, კატალონიურ კლუბს დატოვებს.
Sport.es-ის ინფორმაციით, კატალონიელებმა უკვე განაცხადეს, რომ 21 წლის ფეხბურთელი მათ გეგმებში აღარ შედის და მზად არიან ის 14 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდონ.
"ზენიტმა" მუნირის ტრანსფერზე "ბარსელონას" მეტი თანხაც კი შესთავაზა, მაგრამ მოთამაშემ მოსაფიქრებლად დრო აიღო.
"შალკე", "ვესტ ჰემი", "საუთჰემპტონი", "კრისტალ პალასი" და ერთ-ერთი ფრანგული კლუბი მზად არიან მუნირის სანაცვლოდ 8-დან 10 მილიონი ევრო გადაიხადონ.
გასული სეზონის პრიმერას 33 მატჩში ელ-ჰადადიმ 6 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]