კარლოს ტევესი მესის ნაკრებში თამაშის გაგრძელებას თხოვს

კარლოს ტევესი მესის ნაკრებში თამაშის გაგრძელებას თხოვს

ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი, კარლოს ტევესი ლიონელ მესის ურჩევს, რომ სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ჯერ არ იფიქროს. 

როგორც იცით, წარუმატებელი ტურნირის შემდეგ მესის მსგავსი გადაწყვეტილება ერთხელ უკვე აქვს მიღებული. შემდეგ მან ნაკრებში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ ჩემპიონატზე, რომელზეც მისგან ყველაზე მეტს ელოდნენ, ხელი მოეცარა. 

"ჩემი აზრით, ლეომ საკუთარ თავზე უნდა იფიქროს. არგენტინის ნაკრებს ის სჭირდება, ის ამ გუნდის სულია და როგორც არგენტინელი, მას ვეუბნები, რომ აქ კიდევ დიდხანს უნდა იყოს. დიდ შეცდომას ვუშვებთ, როცა მას არ ვუქმნით პირობებს, რომელიც ეკუთვნის და რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მესიმ კარგ გუნდს ულიდეროს.. ნაკრებში არ არის შემუშავებული პროექტი, რომელშიც ის თავს კომფორტულად იგრძნობს და რომელშიც, ყველას საქმის გაკეთება თავად არ მოუწევს. ასეთი პასუხისმგებლობის აღება ძალიან რთულია, ასე რომ მესის არგენტინის წარუმატებლობაში ვერ დავადანაშაულებთ.

ახლა კი, ვურჩევ, დაისვენოს, სიტუაცია ცივი გონებით განსაჯოს და ნაკრებში თამაში გააგრძელოს. ჩვენ ის ძალიან გვჭირდება და ასე იქნება იქამდე, სანამ ის ფეხბურთს ითამაშებს". - აცხადებს ტევესი. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #4 19 ივლისი 2018 22:31
    0
    ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი გახდა.სიმეონე წადი არგენტინაში რა იქნება
    xaviman
    სტუმარი [?]
    #3 19 ივლისი 2018 22:30
    0
    მწერლებო დადეთ სტატია ამ დროისთვის ვინ არის გუნდში ან როდის მოდიან ვინმე გვყავს ტრანვიანი თუ არა? 10 დღეში თამაში გვაქვს ტოტესთან და რავი მგონი საინტერესო იქნება ყველასთვის
    Messi, Iniesta
    სტუმარი [?]
    #2 19 ივლისი 2018 22:24
    0
    ჩემი აზრით მესი უნდა დარჩეს ნაკრებში, მე მჯერა რომ მისი ოცნება ახდება, შესაძლებელია ის 34-35 წლის იყოს მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, მესი მაინც მესია, თუ ნორმალური მწვრთნელი ეყოლება გუნდს არგენტინა მუნდიალს მოიგებს!☺
    GUGU 10
    სტუმარი [?]
    #1 19 ივლისი 2018 22:21
    0
    მესი არსად არ წავა სანამ კოპა ამერიკას და მსიფლიოს სანამ არ დადებს 35 წლის ასაკში ის დადებს მუნდიალს