Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ვიქტორინის მე-4 გათამაშების შედეგები
Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ერთობლივი ვიქტორინის მე-4 გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია.
წინა ორშაბათს, ჩვენ საიტზე დაიდო ვიქტორინის კითხვები. სულ 10 კითხვა, რომელთაგან თითოეულს მინიჭებული ჰქონდა ქულა.
ათივე კითხვას სწორი პასუხი ხუთმა ადამიანმა გასცა. შესაბამისად, ყველა მათგანმა ქულათა მაქსიმუმი დააგროვა.
ვიქტორინის წესების თანახმად, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა იმ მომხმარებელს ენიჭება, რომელმაც პასუხები ყველაზე ადრე გამოგზავნა. ეს იყო მომხმარებელი ნიკით qartveli11, რომელსაც გამარჯვებას ვულოცავთ. მას Fanz.ge-ს მიერ დაწესებული პრიზი, "ბარსელონას" მაისური გადაეცემა.
სწორი პასუხები დასმულ კითხვებზე:
1. რომელ წელს გადავიდა ხავიერ მასკერანო "ბარსელონაში"? – 2010
2. სადაური იყო წარმოშობით "ბარსელონას" დამაარსებელი? - შვეიცარიელი
3. რომელმა გუნდმა გამოაგდო "ბარსელონა" ესპანეთის თასის 2004/05 წლების გათამაშებიდან? - გრამენეტი
4. რამდენჯერ აქვს "ბარსელონას" ფუტსალის გუნდს უეფას თასი მოგებული? – 2
5. "ბარსელონას" რომელმა ფეხბურთელმა მოიგო პიჩიჩის ჯილდო 1943 წელს? - მარიანო მარტინი
6. რომელ წელს გაიხსნა პირველი სტადიონი, რომელიც "ბარსელონას" საკუთრებაში იყო? – 1909
7. რომელ გუნდს დაუპირისპირდა "ბარსელონა" ყველაზე მეტჯერ ევროტურნირებზე? – "მილანს"
8. 1963 წელს, რიო დე ლა პლატას ტურნეს დროს, რამდენი თამაში მოიგო "ბარსელონამ"? – 1
9. რომელ ორ გუნდს დაუპირისპირდა "ბარსელონა" 1949 წელს, კლუბის 50 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ამხანაგურ ტურნირზე? - კოპენჰაგენ ბოლდკლუბი, პალმეირასი
10. "ბარსელონას" რომელმა მწვრთნელმა გადაწყვიტა პირველად ყურადღება ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მომზადებისთვის მიექცია? - ელენიო ერერა
საუკეთესო ათეული დაგროვილი ქულების მიხედვით:
qartveli11 – 55
Hovik – 55
GreenDay – 55
Alexandro – 55
dato29dato – 55
Cosanostra – 50
Riva1989 – 49
butlander93 – 49
Gogla – 39
Cyber – 38
ვიქტორინის მე-5 ტურის კითხვები საიტზე დაიდება ორშაბათს, 11 ივლისს, ზუსტად 12:00 საათზე.
რატომ Fanz.ge?
აღსანიშნავია, რომ Fanz.Ge ყოველთვის იცავდა პროდუქციის მაღალ სტანდარტებს და ცდილობდა მომხმარებლისთვის ყველაზე იაფად შეეთავაზებინა საყვარელი გუნდების არამხოლოდ მაისურები, არამედ პოლოები, კეპები და გუნდის სხვა ეკიპირება. მომავალში იგეგმება გათამაშდეს ასაწყობი კამპ ნოუ Puzzle, ბარსელონას ჟაკეტები და ჩვენი საყვარელი გუნდის სხვა ეკიპირება, რომელთა ყიდვაც ამჟამად ასევე შესაძლებელია Fanz.Ge-ზე.
დაინტერესდი?
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 3 ]