Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ვიქტორინის მე-8 გათამაშების შედეგები
Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ერთობლივი ვიქტორინის მე-8 გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია.
წინა ორშაბათს, ჩვენ საიტზე დაიდო ვიქტორინის კითხვები. სულ 10 კითხვა, რომელთაგან თითოეულს მინიჭებული ჰქონდა ქულა.
ათივე კითხვას სწორი პასუხი ხუთმა ადამიანმა გასცა. შესაბამისად, ხუთივე მათგანმა ქულათა მაქსიმუმი დააგროვა.
ვიქტორინის წესების თანახმად, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა იმ მომხმარებელს ენიჭება, რომელმაც პასუხები ყველაზე ადრე გამოგზავნა. ეს იყო მომხმარებელი ნიკით Writer, რომელსაც გამარჯვებას ვულოცავთ. მას Fanz.ge-ს მიერ დაწესებული პრიზი, "ბარსელონას" მაისური გადაეცემა.
სწორი პასუხები დასმულ კითხვებზე:
1. რომელ წელს მოიგო ლიონელ მესიმ თავისი მე-3 "ოქროს ბურთი"? – 2011
2. რომელ წელს მოიგო "ბარსელონამ" პირველად თასების მფლობელთა თასი? – 1979
3. რომელ წელს ჩაიბარა ელენიო ერერამ მეორედ "ბარსელონა"? – 1980
4. რომელმა გუნდმა გამოაგდო "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის 1992/93 წლების გათამაშებიდან? - მოსკოვის ცსკა
5. რამდენი ტიტული მოიგო იოჰან კრუიფმა "ბარსელონაში" თამაშის დროს? – 2
6. ვინ იყო "ბარსელონა ბ"-ს პირველი მწვრთნელი? - ხოსეპ სეგუერი
7. დაასახელეთ ერთადერთი ბელგიური გუნდი, რომელსაც გამპერის თასი მოუგია. - მეხელენი
8. რამდენჯერ აქვს "ბარსელონას" ფუტსალის გუნდს თასების მფლობელთა თასი მოგებული? – 1
9. ვინ იყო რიგით მე-7 აფრიკელი ფეხბურთელი, რომელმაც "ბარასელონას" მაისური მოირგო? - ალექს სონგი
10. რამდენ მატჩში წვრთნიდა ჯეიმს ბელამი "ბარსელონას"? – 81
საუკეთესო ათეული დაგროვილი ქულების მიხედვით:
Writer - 55
cruyff9 – 55
dato29dato – 55
alen halilovic – 55
Hovik - 55
natia-cule – 52
Dimitrijincharadze – 51
Blaugrana. – 46
siradze999 – 45
tokkk. – 44
ვიქტორინის მე-9 ტურის კითხვები საიტზე დაიდება ორშაბათს, 5 სექტემბერს, ზუსტად 12:00 საათზე.
რატომ Fanz.ge?
აღსანიშნავია, რომ Fanz.Ge ყოველთვის იცავდა პროდუქციის მაღალ სტანდარტებს და ცდილობდა მომხმარებლისთვის ყველაზე იაფად შეეთავაზებინა საყვარელი გუნდების არამხოლოდ მაისურები, არამედ პოლოები, კეპები და გუნდის სხვა ეკიპირება. მომავალში იგეგმება გათამაშდეს ასაწყობი კამპ ნოუ Puzzle, ბარსელონას ჟაკეტები და ჩვენი საყვარელი გუნდის სხვა ეკიპირება, რომელთა ყიდვაც ამჟამად ასევე შესაძლებელია Fanz.Ge-ზე.
დაინტერესდი?
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 3 ]