სასამართლომ "ბარსელონას" 47 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა
ესპანეთის საარბიტრაჟო სასამართლომ კატალონიის "ბარსელონას" 47 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2005 წელს დადებული გარიგება ბათილად იქნა ცნობილი.
2005 წელს, "ბარსელონამ", კან რიგალტის რაიონში, 25 ჰექტარი მიწა 35.4 მილიონ ევროდ გაყიდა. სასამართლომ გარიგებაში დარღვევები აღმოაჩინა და ნასყიდობის ხელშეკრულება გააუქმა. შედეგად, "ბარსელონას" 35.4 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა. ამას ემატება პროცენტები და ჯარიმები და თანხამ 47 მილიონი ევრო შეადგინა.
ჯერჯერობით უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა "ბარსელონა" სასამართლოს გადაწყვეტილებას.
კლუბის წარმომადგენელი, ხოსეპ ვივესი შემდეგ განცხადებას აკეთებს: "ახლა, დამნაშავის ძებნის დრო არაა. საჭიროა, შექმნილი სიტუაციიდან მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ. ფინანსური დეპარტამენტი და იურისტები სამოქმედო გეგმას ამუშავებენ."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]