სასამართლომ დემბელეს 20.7 ათასი ევროს გადახდა დააკისრა
კატალონიური კლუბის ფრანგმა შემტევმა, უსმან დემბელემ, დორტმუნდში ცხოვრების დროს მისი სახლის მეპატრონესთან სასამართლო დავა წააგო.
სახლის მეპატრონე დემბელეს ქირის გადაუხდელობასა და უძრავი ქონებისთვის ზიანის მიყენებას ედავებოდა. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ დემბელემ ქირა არ გადაუხადა, ფეხბურთელის "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ მაცივარსა და კარადებში გაფუჭებული საკვები იყო დატოვებული, სახლში კი ნაგავი ეყარა.
სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა დააკმაყოფილა. დემბელეს, 15.7 ათასი ევროს ოდენობით ქირის გადახდა და 5 ათასი ევროს ოდენობით ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]