ვიქტორ ვალდესი "მიდლსბროში" გადავიდა

ვიქტორ ვალდესი "მიდლსბროში" გადავიდა

"ბარსელონას" ლეგენდარული მეკარე ვიქტორ ვალდესი კარიერას "მიდლბროში" განაგრძობს. ინგლისური გუნდის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ესპანელმა ფეხბურთელმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ვიქტორ ვალდესი "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია. 2002-2014 წლებში, ის კატალონიელთა პირველ გუნდში ირიცხებოდა, რომლის მაისურიც 535 თამაშში მოირგო. ვალდესმა, "ბარსელონასთან" ერთად, 21 ტიტული მოიგო. ამას ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მოგება ემატება.

ვალდესმა "ბარსელონა" 2014 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. 2015 წელს ის "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდა, მიმდინარე წლის დასაწყისში კი ლიეჟის "სტანდარდს", რომელთან ერთადაც ბელგიის თასი მოიგო.

"მიდლსბროს" დამრიგებელმა, "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა და მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ, აიტორ კარანკამ, ვალდესის დამატების შემდეგ, ასეთი კომენტარი გააკეთა: "ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად ბედნიერი ვარ, რადგან ხშირად არ ხდება, როდესაც უმაღლეს ლიგაში ახლახანს გადმოსული გუნდი ასეთი დონის ფეხბურთელს იმატებს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    gaucho_10
    სტუმარი [?]
    #4 8 ივლისი 2016 02:10
    0
    მშვენიერი კარიერა გაიუბედურა, რომ დარჩენილიყო დღესაც ეს იქნებოდა მთავარი მეკარე
    Bobi
    სტუმარი [?]
    #3 7 ივლისი 2016 21:53
    0
    via ras ushavebda neta masips. Rogor ver ajobebda eh araushavs ra vqnat
    LEGENDARY ALL TIME MESSI
    სტუმარი [?]
    #2 7 ივლისი 2016 21:48
    0
    ეხ ვალდეს მოგვანატრე თავი
    gogsadze
    სტუმარი [?]
    #1 7 ივლისი 2016 21:46
    0
    დარჩენილიყო 2 წელი მაინც სკამზე იჯდა და თასზე მაინც ვათამაშებდით