"ბარსელონამ" "ლივერპულის" მარჯვენა მცველის შეძენაზე უარი თქვა
"ბარსელონამ" ინგლისური "ლივერპულის" მარჯვენა მცველის, ნათანიელ კლაინის შეძენაზე უარი განაცხადა. ამ ინფორმაციას კატალონიური გამოცემა Sport ავრცელებს.
წყაროს ცნობით, რომელიც ინგლისური Sunday Times-ის ინფორმაციას ეყრდნობა, 25 წლის ფეხბურთელი კატალონიელებს დანი ალვესის შემცვლელად შესთავაზეს. კლაინი იურგენ კლოპის გეგმაში არ ჯდება და მანაც სათამაშო ადგილის გამოცვლა გადაწყვიტა, თუმცა ფეხბურთელს კატალონიელებმა უარი უთხრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, უარის მიზეზი ფინანსური ფაქტორია. ნეიმართან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, კატალონიელები თავს უფლებას ვერ აძლევენ, ინგლისელ ფეხბურთელში ფული დახარჯონ. ამჟამინდელი ინფორმაციით, "ბარსელონა" მარჯვენა მცველის შეძენას საერთოდ არ აპირებს. ლუის ენრიკეს იმედი აქვს, რომ ალეიშ ვიდალი და სერჟი რობერტო ამ პოზიციისთვის საკმარისი იქნებიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]