MD: "ბარსელონამ" სერის შეძენა გადაიფიქრა
"ბარსელონამ" "ნიცას" ნახევარმცველის, ჟან-მიკაელ სერის შეძენაზე უარი თქვა. ამ ინფორმაციას კატალონიური Mundo Deportivo ავრცელებს
წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობდა. დღეს კლუბებს ტრანსფერი უნდა დააენონსებინათ. თუმცა, "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ 26 წლის კოტ დ'იუვარელის ყიდვა მოულოდნელად გადაიფიქრა და გადაწყვიტა, კონცენტრაცია სხვა ფეხბურთელების შეძენაზე მოახდინოს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა სერის აგენტს შეხვდა და მასთან 4-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა. "ბარსელონა" სერის გაფორმებას პარასკევამდე გეგმავდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]