ვინ შეცვლის ლუის ენრიკეს მისი წასვლის შემთხვევაში?

ვინ შეცვლის ლუის ენრიკეს მისი წასვლის შემთხვევაში?

"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ უმთავრდება და ჯერჯერობით უცნობია, გააგრძელებს თუ არა ის ხელშეკრულებას.

ირლანდიურმა კომპანია Paddy Power-მა, რომელიც ინგლისშიც საქმიანობს, საკითხი შეისწავლა და ის სპეციალისტები გამოავლინა, რომლებსაც, ლუის ენრიკეს "ბარსელონადან" წასვლის შემთხვევაში, კატალონიელთა ჩაბარების ყველაზე მეტი შანსი აქვთ.

თავიდან, ფავორიტი კატალონიელი ოსკარ გარსია იყო, რომელიც "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია და რომელიც პირველ გუნდში 1993-1999 წლებში თამაშობდა. მას "ბარსას" 18-წლამდელთა გუნდში მწვრთნელად უმუშავია. გარსია, ამჟამად, ზალცბურგის "რედ ბულს" წვრთნის. მისი შანსები ფასდება, როგორც 5/1.

მოგვიანებით, ფავორიტი რონალდ კუმანი გახდა. "ბარსას" ჰოლანდიელი მწვრთნელი, რომელმაც კატალონიელთა ჩაბარების სურვილი არაერთხელ გამოხატა, "ევერტონს" წვრთნის. მანამდე მას ჰოლანდიის ნაკრებსა და "ბარსელონაში" თამაშემწედ, ხოლო "ვიტესში", "აიაქსში", "ბენფიკაში", პსვ-ში, "ვალენსიაში", "ალკმაარში", "ფეიენორდსა" და "საუთჰემპტონში" მთავარ მწვრთნელად უმუშავია. მისი შანსები ფასდება, როგორც 3/1.

ფავორიტთა შორის არიან ფრანკ რაიკარდი (6/1) და ფრანკ დე ბური (8/1). შემდეგ მოდიან დიეგო სიმეონე (10/1), ერნესტო ვალვერდე (10/1), მაურისიო პოჩეტინო (10/1), პაკო ხემესი (12/1), ჩავი ერნანდესი (12/1), იურგენ კლოპი (14/1), მიკაელ ლაუდრუპი (16/1), კარლეს პუიოლი (20/1) და რობერტ ფერნანდესი (20/1). სიას მოგვიანებით დაემატა "ბარსელონას" ლეგენდარული კაპიტანი და მწვრთნელი პეპ გვარდიოლა (9/2).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    fredo
    სტუმარი [?]
    #9 12 ივლისი 2016 09:51
    0
    Raikardi da kichac moiyvanon! Magari ambavi datrialdeba
    messidze
    სტუმარი [?]
    #8 12 ივლისი 2016 09:44
    0
    ჩავის იქნება შემდეგი
    Spain5
    სტუმარი [?]
    #7 12 ივლისი 2016 01:32
    0
    პუიოლი ძალიან მაგრად მევასება მაგრამ გუნდისთვისვე აჯობებს თუ მთავარ მწვრთნელად არასდროს არ დაინიშნება wink
    დამხმარე კიბატონო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 12 ივლისი 2016 01:14
    0
    დასცხონ ერთმანეთს ბოლოს ვინც ცოცხალი დარჩება ის იქნება მწვრთნელი
    ბონდო
    სტუმარი [?]
    #5 12 ივლისი 2016 00:34
    0
    პრეზიდენტი პუიოლი და მსაჯი ჩავი

    ციტატა: ბონდო
    პრეზიდენტი პუიოლი და მსაჯი ჩავი

    შემეშალა მსაჯი კიარა მწვრთნელი მსაჯი იმენა ნაღდი იქნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 12 ივლისი 2016 00:08
    0
    კუმანი
    Jakobs.baliashvili
    სტუმარი [?]
    #3 11 ივლისი 2016 23:57
    0
    აქედან ყველა მაგარი ვარიანტია მაგრამ ჩემი აზრით ბარსელონა მართლა კუმანმა უნდა ჩაიბაროს ან სიმეონემ
    koka aronia
    სტუმარი [?]
    #2 11 ივლისი 2016 22:48
    0
    ან კუმანი ან კიდე დებური bully
    KUMAN_LEGEND
    სტუმარი [?]
    #1 11 ივლისი 2016 22:44
    0
    კუმანი მართლაც იდეალური ვარიანტია :))