ლუის ენრიკე სამწვრთნელო შტაბს და ხელმძღვანელობას შეხვდება
19 ივლისამდე, როდესაც "ბარსელონას" პირველი გუნდის ფეხბურთელები შეიკრიბებიან და სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. ლუის ენრიკეს კი ჯერ კიდევ არ ჰყავს ის გუნდი, რომელიც მას უნდა. კატალონიელთა დამრიგებელი სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრებს უახლოეს დღეებში შეხვდება და გუნდის ფორმირების საკითხს განიხილავს.
"ბარსამ", ჯერჯერობით, სამუელ უმტიტი და დენის სუარესი დაიმატა, მაგრამ ლუის ენრიკე უფრო მეტს ითხოვს. ამის გათვალისწინებით, შეხვედრას სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი, ვიცე-პრეზიდენტი სპორტის საკითხებში ხორდი მესტრე, პირველი გუნდის დირექტორი ხავიერ ბორდასი და სპორტული დირექტორი ალბერტ სოლერიც დაესწრებიან.
Mundo Deportivo-ს ცნობით, შეხვედრაში შემდეგი საკითხები უნდა განიხილონ:
მეკარეები. ცვლილებები არ იგეგმება, მაგრამ ყურადღება მაინც საჭიროა.
მეოთხე თავდამსხმელი. პრიორიტეტი თავდამსხმელის შეძენაა, რომელიც MSN-ის წევრებს პერიოდულად დასვენების საშუალებას მისცემს. დასახელებულია არაერთი ფეხბურთელი. ამ სიაში არ იქნება ნოლიტო. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოირიცხა კევინ გამეიროც. სანდრო "მალაგაში" გადავიდა, მუნირი მოლაპარაკებებს "რეალ სოსიედადთან" აწარმოებს. ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომლის ვარიანტსაც განიხილავენ, ახალგაზრდა ბრაზილიელი გაბრიელ ჟეზუსია.
ანდრე გომეში. "ვალენსიას" თურქი ფეხბურთელი გუნდის გაძლიერების ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება. მისი ტრანსფერი არდა თურანის წასვლაზე იქნება დამოკიდებული.
მარცხენა მცველი. სამწვრთნელო შტაბი მიიჩნევს, რომ ხორდი ალბას რეზერვისტი ჭირდება.
წამსვლელები. ადრიანო, ვერმალენი, დუგლასი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]