ნეიმართან კონტრაქტის გაფორმება გაურკვეველი ვადით გადაიდო

ნეიმართან კონტრაქტის გაფორმება გაურკვეველი ვადით გადაიდო

"ბარსელონასა" და ნეიმარს შორის ახალი კონტრაქტის საჯაროდ გაფორმების თარიღმა გაურკვეველი ვადით გადაიწია. ამ ინფორმაციას კლუბის სპიკერი ჟოზეპ ვივესი ადასტურებს.

თავდაპირველი ინფორმაციით, ნეიმარის მიერ კონტრაქტზე ხელმოწერის საჯაროდ დასმა პარასკევს, 15 ივლისს უნდა მომხდარიყო, თუმცა იმის გამო, რომ ფეხბურთელი ბრაზილიის ოლიმპიურ ნაკრებთან შეკრებაზე მიემგზავრება, ეს ღონისძიება გადაიდო.

"ღონისძიება იმის გამო გადაიდო, რომ ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ორშაბათს უნდა იყოს და გადავწყვიტეთ, ხანგრძლივი ფრენის წინ, კონტრაქტის გაფორმება მიზანშეწონილი არ იქნებოდა, რადგან ყველაფერი ოფიციალურად უკვე მოგვარებულია. ამას სხვა დროს ვიზამთ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    barsa111
    სტუმარი [?]
    #2 12 ივლისი 2016 08:35
    0
    Sastav olimpiada rodis ickeba?romrli arxebi achvenebs zmurad ar gaatarot
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 ივლისი 2016 01:03
    0
    თქვე ჩემის გადანგრეულებო აქამდე გეძინათ, მიახწიე შეთანხმებას გახადე მაშინვე საჯარო, აუ რა ტრაკი ხალხია