ბარტრა - როდის გადავწყვიტე "ბარსელონადან" წასვლა
"ბარსელონადან" გერმანულ "დორტმუნდში" ცოტა ხნის წინ გადასული მარკ ბარტრა იმ დროს იხსენებს, როდესაც მან კატალონიური კლუბის დატოვება გადაწყვიტა. ფეხბურთელი Radio Marca-ს ესაუბრა.
როდის გადაწყვიტა "ბარსელონას" დატოვება?
"ერთ-ერთი ასეთი მომენტი მაშინ იყო, როდესაც ეროვნული ნაკრებიდან ვბრუნდებოდი. ინგლისს ვეთამაშეთ. ძალიან ბედნიერი ვიყავი და უცებ გავიგე, რომ "ელ კლასიკოს" განაცხადს მიღმა დავრჩი. მაშინ მივხვდი, რომ "ბარსაში" ჩემი ადგილი აღარ იყო."
"არაფრად ვღირდი"
"დეტალებში ჩასვლა არ მინდა. სამწვრთნელო შტაბის წევრები და პრეზიდენტი მეუბნებოდნენ, რომ მათ ჩემი შენარჩუნბა სურდათ. მაგრამ ერთი იყო სიტყვა და მეორე ქმედება. სეზონის განმავლობაში იყო მომენტები, როდესაც არაფრად ვღირდი. "დორტმუნდის" შემოთავაზებამ ძალიან გამახარა."
ლუის ენრიკე
"მასთან მუშაობა კარგად დავიწყე, მაგრამ შემდეგ შევამჩნიე, რომ ის არ მენდობოდა. ეს რთული წელიწადნახევარი იყო. მწვრთნელს სხვა პრიორიტეტები ჰქონდა. მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცი და ბოლომდე მოვითმინე. ამ ყველაფერმა გამაძლიერა.
ჩვენ, ფეხბურთელებს, თამაში გვიყვარს. თუმცა, გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს და მე მას ყოველთვის პატივს ვცემდი. შემიძლია, თავაწეული წავიდე."
უმტიტი
"მისი თამაში თითქმის არ მინახავს. ვფიქრობ, ის კარგი ცენტრალური მცველია. თუ "ბარსამ" ის შეიძინა, ამის მიზეზი იარსებებს, მაგრამ ამ კლუბში დაცვის ცენტრში თამაში იოლი არაა. უნდა იყო ფიზიკურად ძლიერი, სწრაფი და ბურთი საჯარიმოდან უსაფრთხოდ გამოიტანო. ეს ყველაფერი საჭიროა."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]