სუარესი: 2016 წელს მესის "ბარსადან" წასვლა უნდოდა
ლუის სუარესი ნეიმარის "ბარსელონადან" წასვლაზე საურობს და იმ დროსაც იხსენებს, როდესაც კატალონიური კლუბის დატოვების სურვილს ლეო მესი გამოთქვამდა.
"ნეიმარის წასვლა მტკივნეული იყო, მაგრამ არა მგონია, ამის მიზეზი ფული ყოფილიყო. მას, უბრალოდ, სხვა მიზნები ჰქონდა.
მესი, ჩემთვის, უბრალოდ ფეხბურთელი არაა. ჩვენი ბავშვები და ცოლები ერთმანეთთან მეგობრობენ. ჩვენ ერთმანეთთან დიდი მეგობრობა გვაკავშირებს. მესი "ოქროს ბუცის" მოგებაში დამეხმარა და მე მას იგივეში ვეხმარები.
2016 წელს, როდესაც მესის წასვლა უნდოდა, მე მას რეალობა ავუღწერე. ის, "ბარსას" გარდა, სხვაგან, ბედნიერი ვერ იქნება. საბოლოოდ, მან დარჩენა გადაწყვიტა."
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]