იაუნდე - მენივალი - ლიონი - ბარსელონა

იაუნდე - მენივალი - ლიონი -  ბარსელონა

1996 წელს სამუელ უმტიტის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ამ დროს, 2 წლის სამუელის ოჯახმა მშობლიური იაუნდეს (კამერუნი) დატოვება და საფრანგეთის ქალაქ ლიონში გადაბარგება გადაწყვიტა. რამდენიმე თვის შემდეგ, ოჯახი ვილორბანის უბანში თავს უკვე კომფორტულად გრძნობდა.

ახალ საცხოვრებელ ადგილს პატარა სამუელიც შეეგუა და როდესაც 5 წლის გახდა, დედისგან მეტი თავისუფლება მიიღო. მის სახლსა და სკოლას შორის კი საფეხბურთო კლუბ "მენივალის" მოედანი მდებარეობდა. სწორედ აქ დაიწყო უმტიტიმ ბურთის გორება.

როდესაც ბუცები პირველად ჩაიცვა, მაშინვე ცხადი გახდა, რომ მას დიდი მომავალი ექნებოდა.

"მენივალის" მაშინდელი პრეზიდენტი სედ ინტიდამი იხსენებს: "ის ჯერ მხოლოდ 5 წლის იყო და 11-11-ზე თამაშის დროს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა."

უმტიტის იხსენებს კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჟუდი ბუზამაც: "ძალიან მალე დავინახეთ, რომ მასსა და დანარჩენებს შორის დიდი სხვაობა იყო. სამუელი მალე გახდა გუნდის ლიდერი. იგრძნობოდა, რომ ის "მენივალის" ფეხბურთელი არ იყო. მას უფრო დიდ გუნდში, "ლიონში", ან "სენტ ეტიენში" უნდა ეთამაშა."

"მენივალმა" უმტიტის ყველაფერი მისცა. მისი მეგობრებისთვის სამწუხაროდ, უკვე დრო იყო, სამუელს კარიერა "ლიონში" გაეგრძელებინა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც უმტიტი 9 წლის იყო. ასეთი პატარა ასაკის მიუხედავად, მას მკაფიო იდეები ჰქონდა და ის პროფესიონალ ფეხბურთელად გახდომაზე ოცნებობდა.

"შეუძლებელი იყო, უმტიტისთვის "მენივალში" თამაშის გაგრძელება გვეიძულებინა, რადგან ის ძალიან ძლიერი იყო და მისი თამაშის სტილი უფრო დიდ გუნდს ითხოვდა." - აცხადებს ბუზამა.

"ლიონში" გადასვლის გადაწყვეტილებას მისი ოჯახი დიდი სიხარულით არ შეხვედრია. ფეხბურთელის დედა შიშობდა იმის გამო, რომ მის პატარა ბიჭს დიდხანს სიარული უწევდა. ამ დროს, "მენივალმა" მზადყოფნა გამოთქვა, როდესაც სამუელის ძმას, იანიკს არ ეცლებოდა, მისი ტრანსპორტირება საკუთარ თავზე კლუბს აეღო.

სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, სამუელ უმტიტი "ლიონის" აკადემიის ერთ-ერთ უმთავრეს ამომავალ ვარსკვლავად იქცა. პირველი გუნდი ჯერ კიდევ შორს იყო, მაგრამ ცხადი ხდებოდა, რომ სამუელს "სტად ჟერლანი" ელოდა.

ყველაფერი მაშინ შეიცვალა, რომ უმტიტის ერთ-ერთმა თანაგუნდელმა ტრავმა მიიღო და სამუელს თავის გამოჩენის შანსი მიეცა. საბოლოოდ, ფეხბურთელი "ბარსელონამ" შეისყიდა და მან ევროპის ჩემპიონატზეც გაიბრწყინა.

"ლიონი" გუნდის ლიდერს კარგავს, მაგრამ ამ კლუბში ბედნიერები უნდა იყვნენ იმით, რომ უმტიტი ასეთი დონის ფეხბურთელი გახდა და საფრანგეთის ნაკრებში, ევროპის ჩემპიონატზე, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. რა თქმა უნდა, "ლიონის" მსგავსად, ამაში დიდი წვლილი "მენივალსაც" მიუძღვის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    barsa111
    სტუმარი [?]
    #6 12 ივლისი 2016 23:01
    0
    ციტატა: cinto99
    ციტატა: KOTE KVERNADZE
    ციტატა: barsa111
    Bichebo okimpiada rodis ickeba achvenebs romelime arxi?

    როდის იწყება არ ვიცი მარა პირველი არხი აცჰვენებს

    გეტყვი რო ფეხბურთი 8 აგვისტოდან იწყება

    Madloba zmao gaixare
    cinto99
    სტუმარი [?]
    #5 12 ივლისი 2016 22:06
    0
    ციტატა: KOTE KVERNADZE
    ციტატა: barsa111
    Bichebo okimpiada rodis ickeba achvenebs romelime arxi?

    როდის იწყება არ ვიცი მარა პირველი არხი აცჰვენებს

    გეტყვი რო ფეხბურთი 8 აგვისტოდან იწყება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 12 ივლისი 2016 21:50
    0
    ციტატა: ravicierti
    Breaking | A deal between PSG & Barcelona has been reached for the transfer of Lucas Digne. 5 year deal in the offing. (RMC)

    ადრიანო მიდის ანუ და ალბას გაუწევს კონკურენციას.ვა საღოლ როგორც იქნა მიხვდნენ რო ახალგაზრდები უნდა იყიდონ და არა მატიესნაირი 200 წლის ხალხი

    რა იყო არავინ აღარ ხართ ამ საიტზე?წავედი ისევ ტვიტერზე.უცხოელ ბარსას ფანებს დავებაზრები ისევ

    Agar aqtiurobs aravin ubralod shemodian da statiebs gadaxedaven da morcha
    barsa111
    სტუმარი [?]
    #3 12 ივლისი 2016 19:37
    0
    Bichebo okimpiada rodis ickeba achvenebs romelime arxi?
    LEGENDARY ALL TIME MESSI
    სტუმარი [?]
    #2 12 ივლისი 2016 19:17
    0
    ციტატა: nikolozi and barca
    Sagol writer am tvis sauketeso mwerali xar

    არა მარტო ამ თვის,ჩემო ძმაო საღოლ ვრაითერ
    nikolozi and barca
    სტუმარი [?]
    #1 12 ივლისი 2016 18:34
    0
    Sagol writer am tvis sauketeso mwerali xar