ფერნანდესი: "უმტიტის დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით"
რობერტ ფერნანდესი სამუელ უმტიტის "ბარსელონაში" გადასვლაზე საუბრობს. კატალონიელთა სპორტული დირექტორის თქმით, კლუბის წარმომადგენლები ფრანგ მცველს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
"კლუბს უმტიტის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ იმ დროს ჰქონდა, როდესაც ის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა.
ყველა ფეხბურთელი პროგრესირებს, ზოგი კარგად, ზოგი შედარებით ცუდად. უმტიტი სწრაფად იზრდებოდა და მალე ის "ლიონის" პირველ გუნდში ვიხილეთ. დიდი ხნის წინ ვიცოდით, რომ ის კარგი ფეხბურთელი გამოვიდოდა.
ლიონსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებს, უმტიტის თამაშის სანახავად, არაერთხელ ვეწვიე. მან ყველა გამოცდა გაიარა და ამის შემდეგ მისი ხასიათის შესწავლა დავიწყეთ. იმ დროიდან მოყოლებული, უმტიტის ყიდვის იდეა უფრო რეალური გახდა.
ჩვენ დავიმატეთ ახალგაზრდა, მაგრამ უკვე კარგად მომწიფებული ფეხბურთელი და კარგი პიროვნება. ის ამას "ბარსელონაში" გადმოსვლის დღიდან ამატკიცებს.
უმტიტი ჩვეულებრივზე მეტად მომწიფებული ფეხბურთელია. საფრანგეთის ნაკრებისთვის მნიშვნელოვან თამაშებში მან ადილ რამი სათადარიგოთა შორის დატოვა... ეს იოლი არაა."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]