"ლივერპულს" მატიე სურს
გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, მერსესაიდულ "ლივერპულს" კატალონიის "ბარსას" ცენტრალური მცველი, ფრანგი ჟერემი მატიე სურს.
"წითლების" შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლი სწორედ დაცვის ცენტრალური ხაზია, მითუმეტეს, რომ შკრტელი "ფენერბაჰჩეს" რიგებს შეურთდა, ხოლო მამადუ საკოს "აქილევსის მყესი" აწუხებს, ამიტომ გუნდისთვის ახალი ცენტრალური მცველი სასიცოხლო მნიშნველობისაა.
Le Parisien claims იტყობინება, რომ კლოპმა დაიწყო მოლაპარაკებები "ბარსას" ვეტერან მცველთან და გავრცელებული ინფორმაციით გერმანელი სპეციალისტი 1 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს მატიეს და შემდეგ გაუხანგრძლივებს, იმ შემთხვევაში თუ ფრანგი გაამართლებს.
დიდი ალბათობით მატიე "ბარსელონას" რიგებს დატოვებს, რადგან პრაქტიკულად შანსი არ ეძლევა მას, რომ თავი გამოიჩინოს, მითუმეტეს, რომ "ბლაუგრანას" რიგებს სულ ახლახან სამუელ უმტიტი შეუერთდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]