პიკე მატიეს ტრანსფერს გამოუეხმაურა
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე კმაყოფილია იმით, რომ მისმა გუნდმა "ვალენსიიდან" ჟერემი მატიე შეიძინა.
შეგახსენებთ, რომ სეზონის სტარტზე, პიკეს პარტნიორი, კატალონიური კლუბის დაცვის ცენტრში, მატიე გახდება.
"მე ძალიან კმაყოფილი ვარ მატიეს შეძენით. ცენტრალური მცველის პოზიცია - ეს ჩვენი სუსტი ადგილია. მატიე ყოველთვის, როდესაც "ვალენსიაში" თამაშობდა, კარგ ფეხბურთს აჩვენებდა, ამიტომ მოხარული ვარ, რომ ახლა ის ჩვენი გუნდის ფეხბურთელია." - განაცხადა პიკემ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3 4 5
კომენტარები [ 88 ]