ნეიმარის მამას, სურს რომ მისმა შვილმა კარიერა სხვა გუნდში დაასრულოს

ნეიმარის მამას, სურს რომ მისმა შვილმა კარიერა სხვა გუნდში დაასრულოს

ნეიმარი ბავშვობიდან "ბარსელონაში" თამაშზე ოცნებობდა და მან ოცნება აიხდინა. მამამისს შვილის მომავლის შესახებ სხვა გეგმები აქვს.

ბრაზილიელი ჟურნალისტის მაურო ბეტინგის თქმით, უფროსმა ნეიმარმა მას უთხრა, რომ დიდი სურვილი აქვს მისმა შვილმა კარიერა ბრაზილიის ჩემპიონატში დაასრულოს.

Fox Sports-თან საუბრისას ჟურნალისტმა განაცხადა: "ნეიმარის მამამ მითხრა, რომ დიდი სურვილი აქვს მისმა შვილმა კარიერა "ფლამენგოში" დაასრულოს".

ამ გადაცემას "ფლამენგოს" პრეზიდენტი, ედუარდო ბანდეირა დე მელოც ესწრებოდა, რომელმაც ნეიმარის მამას გემოვნება შეუქო: "ვფიქრობ, რომ ნეიმარის მამას კარგი გემოვნება აქვს. "ფლამენგო" საუკეთესო ადგილია ნეიმარის კარიერის დასასრულებლად. მინდა, რომ გულშემატკივრებს მივმართო, დღეისათვის ეს წარმოუდგენელია, მაგრამ არავინ იცის მომავალში რა იქნება."

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" ნეიმართან ახალი კონტრაქტი ერთი კვირის წინ გააფრომა, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი გუნდში 2021 წლის, 30 ივნისამდე ითამაშებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 21 ივლისი 2016 11:05
    0
    ნემო <3
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #3 20 ივლისი 2016 23:31
    0
    ნეიმარი არსად არ წავა
    „ლურჯ-ბროწეულისფერი“
    სტუმარი [?]
    #2 20 ივლისი 2016 21:24
    0
    idi naxui ra :-@
    lion messi 10
    სტუმარი [?]
    #1 20 ივლისი 2016 17:25
    0
    აუ ესენი უფრინავენნ "D
    joy [hide][/hide][i][/i]