ტელიო და მონტოია - დაუპატიჟებელი სტუმრები
მარტინ მონტოიასა და კრისტიან ტელიოს კონტრაქტი "ბარსელონასთან" აკავშირებთ. მიუხედავად ამისა, ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ ეს ფეხბურთელები მის გეგმებში არ შედიან. კატალონიურმა გუნდმა, ფეხბურთელებს უთხრა, რომ სავარჯიშოდ 8 აგვისტომდე არ გამოცხადებულიყვნენ.
ფეხბურთელებმა გუნდის ეს შეტყობინება ყურად არ იღეს და სავარჯიშოდ დღეს, ოთხშაბათს მივიდნენ. ტელიომ ინსტაგრამზე სურათიც კი დადო, სათაურით "ვიწყებთ".
საბოლოოდ წყვილმა სხვებთან ერთად ვარჯიშის უფლება ვერ მიიღო და მხოლოდ სავარჯიშო დარბაზით დაკმაყოფილდნენ.
AS-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" ვალდებულია ფეხბურთელები ვარჯიშზე დაუშვას, თუ ისინი საჩივარს შეავსებენ. "ფეხბურთელთა გაერთიანება" ჩაერევა და ეცდება ეს საკითხი ფეხბურთელების სასარგებლოდ გადაწყვიტოს, იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელები დახმარებისათვის მათ მიმართავენ და საჩივარს შეავსებენ. თუ ეს გზაც არ გაამართლებს, მაშინ ფეხბურთელებს მოუწევთ ადვოკატები ჩართონ საქმეში და საბოლოო გადაწყვეტილებით "ბარსელონას" აიძულებენ, რომ მათ სხვა ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშის უფლება მისცენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]