ოფიცალურად: ჰალილოვიჩი "ჰამბურგის" ფეხბურთელია
20 წლის ხორვატი შემტევი ნახევარმცველის, ალენ ჰალილოვიჩის "ბარსელონადან" "ჰამბურგში" ტრანსფერი დასრულებულია. ამ ინფორმაციას გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.
ჰალილოვიჩმა სამედიცინო შემოწმება დღეს გაიარა, რის შემდეგაც "ჰამბურგთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გარიგების ფინანსური დეტალები ოფიციალურ დონეზე არ ხმაურდება. არაოფიციალური ინფორმაციით, ტრანსფერი 5 მილიონი ევრო დაჯდა. "ბარსელონა", მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, ფეხბურთელის 10 მილიონ ევროდ, ხოლო კიდევ ერთი წლის განმავლობაში 12.5 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება.
ალენ ჰალილოვიჩი "ბარსელონაში" 2014 წელს, ზაგრების "დინამოდან" 2.2 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. პირველი სეზონი მან "ბარსელონა ბ"-ში ჩაატარა, რომლის მაისურით 30-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში, ფეხბურთელი ხიხონის "სპორტინგში" იყო განათხოვრებული. ჰალილოვიჩმა ლა ლიგის 38 თამაშიდან მონაწილეობა 35-ში მიიღო და თავი 3 გოლით გამოიჩინა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]