ანდრე გომეში ბარსელონაში სამშაბათს ჩაფრინდება
კატალონიის "ბარსელონას" ახალწვეული, პორტუგალიელი ანდრე გომეში ამჟამად იბიცაზე ისვენებს. ფეხბურთელი ბარსელონაში სამშაბათს ჩაფრინდება, მეორე დღეს კი სამედიცინო შემოწმებას ჩაიტარებს რასაც კლუბთან კონტრაქტის გაფორმება მოყვება. ამ ყველაფრის შემდეგ გომეშს "კამპ ნოუზე" პრეზენტაცია ექნება და ფანების წინაშე წარსდგება.
აღსანიშნავია, რომ გომეშმა საკუთარი მამის ოცნება აღასრულა, რომელიც "ბარსელონას" უდიდესი გულშემატკივარია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]