ანდრე გომეში ბარსელონაში ჩავიდა
"ბარსელონას" პორტუგალიელი ახალწვეული ანდრე გომეში უკვე "ბარსელონაშია" მან კატალონიურ კლუბში პირველი სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.
22 წლის ფეხბურთელი ბარსელონაში სამშაბათს საღამოს ჩაფრინდა, რის შემდეგაც მან ჯერ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი, პირველი სამედიცინო შემოწმება გაიარა.
ხვალინდელი დღე, გომეშისთვის, დატვირთულია. გთავაზობთ მისი პრეზენტაციის განრიგს (საათები მოცემულია თბილისის დროით):
13:30 - ოფიციალური პრეზენტაცია "კამპ ნოუს" მთავარ დარბაზში
14:30 - ფოტოსესია "მინიესტადის" მოედანზე
15:15 - პრესკონფერენცია
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]