ვარჯიშს პიკეც დაუბრუნდა
ხერარდ პიკე "ბარსელონას" კიდევ ერთი ფეხბურთელია, რომელმაც შვებულება შეიმცირა და გუნდთან ნაადრევად დაბრუნება გადაწყვიტა. პიკე ლიონელ მესის, არდა თურანს, სერხიო ბუსკეტსა და ხავიერ მასკერანოს შეუერთდა.
მასკერანოსა და ბუსკეტსისგან განსხვავებით, "ბარსელონას" საწვრთნელ ბაზაზე პიკეს გამოჩენა მოულოდნელობა იყო.
სამაგიროდ, ბაზაზე ელოდნენ მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, თუმცა, გერმანელს ვარჯიში ჯერ არ განუახლებია. ივარაუდება, რომ ის ამას უახლოეს დღეებში გააკეთებს.
პიკე, მასკერანო და ბუსკეტსი ვარჯიშს ბარსელონაში განაგრძობენ. ისინი გუნდს ინგლისური შეკრების დროს არ შეუერთდებიან და არც 30 ივლისს "სელტიკთან" გასამართ ამხანაგურ მატჩში მიიღებენ მონაწილეობას.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]