ლუის ენრიკესთან მოლაპარაკებები ერთი წლით გადაიდო
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს. მან მოლაპარაკებები მომდევნო წლის ინივსამდე გადადო. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
ენრიკემ "ბარსელონა" 2 წლის წინ ჩაიბარა და დროის ამ მონაკვეთში მან გუნდს 7 ტიტული მოაგებინა. მთავარი მწვრთნელის კონტრაქტს ვადა ერთი წლის შემდეგ გადის და კლუბმა ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები დაიწყო, მაგრამ თავად ენრიკეს სურვილით, ეს მოლაპარაკებები ერთი წლით გადაიდო.
ლუის ენრიკეს არ სურს, რომ ახლა, ფეხბურთის გარდა სხვა რამეზე იფიქროს. გარდა ამისა, ერთი წლის შემდეგ ის გუნდის შედეგებს შეხედავს, საკუთარ მდგომარეობას შეაფასებს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]