"ბეშიქთაში": "გომესი "ბარსელონასთან" სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს"
თუქრული "ბეშიქთაშის" წარმომადგენელი ალბაირაქა დოგანი აცხადებს, რომ ვეტერანი გერმანელი თავდამსხმელი მარიო გომესი მოლაპარაკებებს "ბარსელონასთან" და "დორტმუნდთან" აწარმოებს.
გომესმა, რომელიც "ფიორენტინას" საკუთრებაა, "ბეშიქთაშში", გასულ სეზონში, არენდით ითამაშა. თურქებს ფეხბურთელის შენარჩუნება სურთ, მაგრამ 31 წლის თავდამსხმელს სხვა გუნდებიც იწვევენ.
"ჩვენ გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ გომესი დაგვიბრუნდება. სიტუაციას თვალს ყურადღებით ვადევნებთ, მაგრამ ვიცით, რომ ის "ბარსელონასთან" და "დორტმუნდთან" სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ფეხბურთელის შენარჩუნება გაგვიჭირდება."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]