ლა ლიგაში ახალი სანქციები ამოქმედდება
The Mirror-ის ესპანური ფეხბურთის კორესპონდენტი ედ მელიონი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ლა ლიგაში გუნდების დაჯარიმების ახალი მექანიზმი ამოქმედდება.
მელიონის თქმით, თუ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩი ტელევიზიით შუქრდება და სტადიონი მინიმუმ 75%-ით შევსებული არაა, მასპინძელი გუნდი დაჯარიმდება.
დიდი ალბათობით, ეს სისტემა პრობლემებს ვერ შეუქმნის ისეთ გრანდებს, როგორებიც "ბარსელონა" და "რეალი" არიან. თუმცა, პატარა გუნდებს ეს გადაწყვეტილება ფინანსურად ნამდვილად დააზარალებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 24 ]