დიეგო ალვესი "ბარსელონას" გადაწყვეტილებას ელოდება
დიეგო ალვესი ჯერ კიდევ "ბარსელონას" პასუხს ელოდება. "ვალენსიას" მეკარეს ერთი თვის წინ შეატყობინეს, მის მიმართ "ბარსას" ინტერესების შესახებ. ალვესს იმ შემთხვევაში შეიძენს გუნდი, თუ ბრავო ან შტეგენი წასვლას გადაწყვეტს.
უფრო დიდი ალბათობით გუნდს ჩილელი მეკარე დატოვებს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ლუის ენრიკეს პირველი მეკარის პოზიცია მოთხოვა. დიეგო ალვესი კლაუდიო ბრავოს ადგილს ადვილად შეავსებს, როგორც ლა ლიგის გამოცდილი, ვეტერანი ფეხბურთელი. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ალვესი "ვალენსიას" აუცილებლად დატოვებს და სამი შეთავაზებაც აქვს, შესაბამისად "ბარსას" ცოტა დრო აქვს სამოქმედოდ.
ალვესი "ვალენსიას" წარმომადგენლებს ესაუბრა და დიდი ხელფასის გამო გუნდი მზად არის ფეხბურთელი სხვა კლუბში გაუშვას.
"ბარსას" ორივე მეკარე პირველობისათვის იბრძვის და ორივე წასვლით იმუქრება. აღსანიშნავია, რომ ბრავოს სხვა გუნდებიდან სერიოზული შემოთავაზება არ აქვს. ალვესი ბრაზილიის ნაკრებს ოლიმპიადაზე არ გაყვა, რადგან ეს მომენტი მისი კარიერისათვის ძალიან მნიშნველოვანია და ასეთი საქმეები დისტანციურად არ გვარდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]