"ბარსელონა" ახალ ფორვარდს მომავალი კვირის ბოლომდე დაიმატებს
"ბარსელონა" მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზეა ახალი ფორვარდის შესაძენად. სპორტულმა დირექტორმა რობერტ ფერნანდესმა დიდი შრომა გაწია, რომ ისეთი თავდამსხმელი ეპოვა, როგორსაც ლუის ენრიკე ითხოვს.
სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისი ამ მხრივ უიღბლო გამოდგა, თუმცა ფერნანდესი ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედოვნებს, რომ მომავალი კვირის ბოლომდე, გუნდი ფორვარდით გაძლიერდება.
რაც არ უნდა მოხდეს, საეჭვოა, რომ ამ ფეხბურთელმა ესპანეთის სუპერ თასზე თამაში მოახერხოს. ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი, რაც "ბარსას" ფორვარდის შეძენასთან არის დაკავშირებული, ოლიმპიადაა, რადგან ინტერესის სფეროში არსებული რამდენიმე ფეხბურთელი ნაკრებში ასპარეზობენ.
ბოლო დროს აქტიურად საუბრობდნენ ბრაზილიელ ლუანზე. არაერთხელ გაჟღერდა მარიო გომესის სახელიც, რომელიც უფრო გეგმა ბ-ს წააგავს "ბარსელონასთვის".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]