ფერნანდესი: "ბარსელონა" მნიშვნელოვან ფეხბურთელებს გაიფორმებს"

ფერნანდესი: "ბარსელონა" მნიშვნელოვან ფეხბურთელებს გაიფორმებს"

"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა განაცხადა, რომ ზაფხულში კლუბს მხოლოდ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები შეუერთდებიან.

სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას, "ბლაუგრანას" ყოველთვის მაღალი დონის მოთამაშეებს უკავშირებენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, კატალონიელები მხოლოდ რამდენიმე პროფესიონალ შემსრულებელს იფორმებენ.

ფერნანდესის თქმით, კლუბის სატრანსფერო კამპანია უშუალოდ ძირითადი შემადგენლობის გაძლიერებაზე იქნება კონცენტრირებული.

"ტრანსფერზე მუშაობისას ყველაზე დიდ სირთულეს "ბარსელონას" სიდიადე წარმოადგენს. ფეხბურთელებისთვის ეს დაბრკოლებაა. ისინი ხვდებიან, რომ ასეთი დონის გუნდში, შესაძლოა, მცირე სათამაშო პრაქტიკა მიიღონ.

კონკრეტული პოზიციები აუცილებლად გაძლიერდება და გავიფორმებთ გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელებს."

გასულ ზაფხულში "ბარსელონას" რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე - სამუელ უმტიტი, ლუკა დინი, ანდრე გომეში, დენის სუარესი და პაკო ალკასერი შეუერთდნენ. ახალწვეულებმა 2016/17 წლების სეზონი სხვადასხვა დონეზე ჩაატარეს, მაგრამ ფერნანდესი დარწმუნებულია, რომ სამომავლოდ ისინი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს წარმოაჩენენ.

"კმაყოფილები ვართ იმით, რომ 1 წლის წინ ეს ფეხბურთელები შევიჩინეთ. მომდევნო სეზონში ისინი მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამენ. მათ დრო სჭირდებოდათ, რადგან ახალგაზრდები არიან და აქ ადაპტაცია რთულია."-დაამატა ფერნანდესმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს "ბარსელონასა" და მარკო ვერატის მედია ერთმანეთს აქტიურად უკავშირებს. იტალიელ ნახევარმცველს კატალონიურ გრანდში ასპარეზობა სურს, რაც მისმა ქმედებებმა არაერთხელ დაამტკიცეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ♤ კატალონიელი ♤
    სტუმარი [?]
    #10 23 ივნისი 2017 19:52
    0
    ერთადერთი უმტიტით ვარ კმაყოფილი დანარჩენს კი შეგიძლიათ გაა******ოთ
    lado-barca
    სტუმარი [?]
    #9 23 ივნისი 2017 19:45
    0
    აი კაცი პირდება ხალხს მაგარ ფეხბურთელებს ვიყიდითო თქვენ კიდე რეებს ეუბნებით!
    tatishvili1999
    სტუმარი [?]
    #8 23 ივნისი 2017 18:37
    0
    კპაყოფილი ვარ რო შარშან ეს ფეხბურთელები შევარჩიეთო laughing რა დონეზე ღადაობს
    theodore bagwell
    სტუმარი [?]
    #7 23 ივნისი 2017 15:48
    0
    Umtiti aris magenidan wesieri da denisi kide dalshe sirta jogi
    Johan_Cruyff
    სტუმარი [?]
    #6 23 ივნისი 2017 15:41
    0
    დრო ჭირდებათ, დრო ჭირდებათ და ამდენი ღლაპის ლოდინში კი გახდა მესი 30ის და კიდე ათრევს გუნდს
    Culé [?]
    #5 23 ივნისი 2017 15:31
    0
    ცარიელი სიტყვები. ბლა ბლა ბლა
    --------------------
    „არასდროს დამავიწყდება ის ფაქტი, რომ რაიკაარდმა დაიწყო ჩემი კარიერა და მენდო, როდესაც სულ რაღაც 16 თუ 17 წლის ვიყავი“-ლიონელ მესი
    dbele
    სტუმარი [?]
    #4 23 ივნისი 2017 15:29
    0
    Verati dembele belerini da vso dagvetakos nebismierii
    visca-barca10
    სტუმარი [?]
    #3 23 ივნისი 2017 15:06
    0
    იმედია ვერატი დემბელე გადმოვა ეს ორი უმთავრესი ფიგურა
    სტაჟიორი [?]
    #2 23 ივნისი 2017 14:59
    0
    მერამდენედ ამბობს ამას და არ მგონია პაულინიოს და ლუკას ლიმას გულისხმობდეს.
    L10M
    სტუმარი [?]
    #1 23 ივნისი 2017 14:57
    0
    ვერატი იყიდეთ ამდენ ლაპარააკს sunglasses

    მუნდოდეპორტივოზე წერია ,ვერატიმ აგენტს გარკვევნა რასანქციებია დაეკისრება თუ გაწყვიტავს ხელშეკრულებასო ,12მილიონი უნდა გადაიხადოსო და თაანახMააო