რანიერი: "ძალიან კმაყოფილი ვარ"
"ლესტერის" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ, "ბარსელონასთან" წაგების (2:4) შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა. ინგლისის ჩემპიონი გუნდის იტალიელი დამრიგებელი ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა.
"ნაჩვენები თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. პირველ ტაიმში, დისციპლინირებული ფეხბურთი ვაჩვენეთ და შევეცადეთ ჩვენი თამაში გვეთამაშა. თუმცა, სეზონის ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია.
კარგი თამაში იყო. ვცდილობდით, მოედანზე რაიმე კარგი გაგვეკეთებინა. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი გუნდის წინააღმდეგ მატჩში შეცდომებს უშვებ, მას შეუძლია რაც უნდა ის გააკეთოს.
ვერ მოვიგეთ, მაგრამ გუნდი სწორ გზას ადგას. ძალიან რთული ვარჯიში გამოვიდა, რადგან როდესაც "ბარსელონა" ბურთს ფლობს, სწრაფად გადაადგილებაა საჭირო. იმედი მაქვს, ჩემმა ფეხბურთელებმა რამე ისწავლეს. მათ ვუთხარი, რომ უძლიერეს გუნდებთან თამაშის დროს დეტალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ შეცდომას არ დავუშვებთ, ასეთი მეტოქეც კი ვერ შეძლებს საგოლე მომენტი შექმნას."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 36 ]