მალდინი: "გამიმართლა, რომ მესის წინააღმდეგ არ მითამაშია"
ლეგენდარული იტალიელი მცველი პაოლო მალდინი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე, ლიონელ მესიზე საუბრობს. მალდინის თქმით, მას გაუმართლა, რომ არგენტინელის წინააღმდეგ თამაშმა არ მოუწია.
"გამიმართლა, რომ მესის წინააღმდეგ არ მითამაშია. როდესაც "ბარსელონას" ვხვდებოდით, ის ტრავმირებული იყო. არ ვიცი, როგორ მოვახერხებდი მის შეჩერებას.
არის თუ არა მესი შეუჩერებელი? დიახ. ის ძალიან სწრაფი და არაპროგნოზირებადია. მას შეუძლია ჩვეულებრივი მოძრაობით საგოლე მომენტი შექმნას."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]