"ლესტერი" და "ბარსელონა" გაბიგოლისთვის იბრძოლებენ

"ლესტერი" და "ბარსელონა" გაბიგოლისთვის იბრძოლებენ

მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი ოლიმპიადაზე იმყოფება მას ევროპული გუნდები მოსვენებას არ აძლვევენ. მთავარ კანდიდატად "ბარსა" სახელდება, თუმცა კატალონიურ კლუბს კონკურენტი გამოუჩნდა "ლესტერის" სახით.

გაბიგოლის შეძენით "ბარსელონას" გარდა "იუვენტუსი" და "ინტერი" იყო დაინტერესებული. მათ რიცხვს პრემიერ ლიგის გამარჯვებული "ლესტერიც" შეემატა.

Sun-ის ინფორმაციით, ანტონიო კონტეც გამოთქვამს სურვილს ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენის, თუმცა რანიერი უფრო სერიოზულადაა განწყობილი და შეთავაზების გაკეთებას უახლოეს დღეებში აპირებს.

გაბიგოლის აგენტი ცდილობს, რომ ფეხბურთელი საკუთარი სურვილის მიხედვით "სანტოსიდან" ევროპულ გრანდში გადაიყვანოს. მათ მოალაპარაკებები არაერთ ტოპ გუნდთან ჰქონდათ.

თუ ფეხბურთელი ინგლისის პრემიერ ლიგაში გადავა, დიდი ალბათობით მისი მომავალი კლუბი "ლესტერი" იქნება, რადგან სხვა ინგლისური კლუბები თავს იკავებენ მისი შეძენისაგან.

მიუხედავად იმისა, რომ "მელიები" მასში 30 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ, გაბრიელ ჟესუსის 31 მილიონიან ევროიანი ტრანსფერი "მანჩესტერ სიტიში", გაბიგოლის ფასს აშკარად გაზრდის. ექსპერტების ვარაუდით "სანტოსი" ფეხბურთელს 35 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    cl bravo
    სტუმარი [?]
    #3 7 აგვისტო 2016 00:03
    0
    ჩემი აზრით ბარსაში საკმარისი კაი ფეხბურთელია და არ ღირს ამდენის გადაყრა ლესტერიც არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი (ეს დაგვიმტკიცა კიდეც)
    მათ უფრო ჭირდებათ რომ კიდევ უფრო გაძლიერდნენ და გაგვაოცონ ბარსასთვის კი ეს ზედმეტი ფულის დახარჯვა იქნება გუნდი სავსეა უმაღლესი დონის ფეხბურთელებით რა თქმა უნდა ყველა თავის პოზიციაზე
    Don vinton
    სტუმარი [?]
    #2 6 აგვისტო 2016 23:23
    0
    ar vici vinaa mara brazilieli nagdad minda barsashi, teqnika metia da barsas zustad daxatavs
    MESSI NEYMARI
    სტუმარი [?]
    #1 6 აგვისტო 2016 22:45
    0
    Xოდა ყავდეთ 35 ბევრია ეს ჟესუსის დონე არა