ბრაიდა: "პოგბაზე უარი ფასის გამო ვთქვით"

ბრაიდა: "პოგბაზე უარი ფასის გამო ვთქვით"

"ბარსელონას" სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდან იმ მიზეზზე საუბრობს, რომლის გამოც, კატალონიურმა კლუბმა პოლ პოგბას შეძენაზე უარი თქვა. იტალიელის განცხადებით, ფრანგი ნახევარმცველი არარეალურად ძვირი ღირდა.

"ბარსელონამ" პოგბაზე უარი ეკონომიკური საკითხის გამო თქვა. ჩვენ მის სათამაშო თვისებებში ეჭვი არ გვეპარება. ვფიქრობ, ის თავის მაღალ კლასს "მანჩესტერ იუნაიტედში" დაამტკიცებს. თუმცა, ყოველ ჯერზე, როდესაც პოლი ამას ვერ გააკეთებს, ის კრიტიკის ობიექტი გახდება. გულშემატკივრებს, ემახსოვრებათ რა მისი ფასი, მოუნდებათ, რომ პოგბამ თამაშები მარტომ მოიგოს, ეს კი შეუძლებელია.

სატრანსფერო ბაზარზე ზოგიერთი ფეხბურთელის ფასი გაღიზიანებას იწვევს. ამხელა თანხა არცერთი მოთამაშე არ ღირს. ხელფასის გათვალისწინებით, ტრანსფერი 150 მილიონი ევრო ჯდებოდა, რაც რეალობას მოწყვეტილი რიცხვია.

გარდა ამისა, არავინ იცის, როგორ შეიძლება ფეხბურთელზე ამხელა ფასმა იმოქმედოს. შესაძლოა, არც იმოქმედოს, მაგრამ მასზე ზეწოლა ნამდვილად დიდი იქნება." - აცხადებს ბრაიდა.

შეეგახსენებთ, რომ პოგბა "იუვენტუსიდან" "მანჩესტერში" 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაბრუნდა, რაც მსოფლიო რეკორდია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    El pistolero 9
    სტუმარი [?]
    #7 12 აგვისტო 2016 22:41
    0
    ყველაფერში ვეთანხმები ბრაიდას, როცა კაცში 105 მილიონს იხდი გინდა რომ ყველაფერი 100%-ზე გააკეთოს ამას კი ყველა ვერ აკეთებს
    ronaldinho legenda10----
    სტუმარი [?]
    #6 12 აგვისტო 2016 16:44
    0
    150 Milionad ert normalur gunds shevkrav:-)
    LEO MESSI
    სტუმარი [?]
    #5 12 აგვისტო 2016 13:47
    0
    პოგბა მართლაც მაღალი დონის მოთამაშეა მაგრამ ძალია ძვირი დააფასა იუვენტუსმა მაქსიმუმ 60-65 მილიონი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 12 აგვისტო 2016 13:42
    0
    გაპიარებული ლაწირაკია იტალიაში გაუადვილდა ვნახოთ ინგლისში რას იზამს არარეალური ფასი ედო.
    Muse
    სტუმარი [?]
    #3 12 აგვისტო 2016 13:16
    0
    კარგია ეს რო არ ვიყიდეთ :D იმედია ტიაგოს დააბრუნებენ მომავალ სეზონში მაინც
    maxo barsa
    სტუმარი [?]
    #2 12 აგვისტო 2016 13:15
    0
    Martalia zan zviri girda pogba
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 აგვისტო 2016 13:11
    0
    Kარგი ფეხბურთელია, მაგრამ ამდენის გადახდა ნამდვილად არ ღირდა